homeსააგენტოს შესახებმენეჯმენტისათაო ოფისის მენეჯმენტი
სათაო ოფისის მენეჯმენტი
ვაკო (ვლადიმერ) მაღნარაძე


დაიბადა 1975 წლის 10 ნოემბერს ქალაქ თბილისში...

1992 წელს დაამთავრა ქალაქ თბილისის გრ. კობახიძის სახელობის #5 გიმნაზია...

1997 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით პოლიტიკური ეკონომიისა და საბაზრო ეკონომიკის თეორია...

1997 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით სამართალმცოდნეობა...

2000 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა სპეციალობით პოლიტიკური ეკონომიისა და საბაზრო ეკონომიკის თეორია...

1999-2012 წლებში გაიარა თრენინგები: კონვერსია საერთაშორისო ბუღალტრულ სტანდარტებზე (GFPAA/GEAR, USAID, Sibley International)... Legal Acts Drafting (USAID, World Learning, სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი)... ხარისხის მართვის სისტემები (
ISO 9001, ISO 14000) და შიდა აუდიტი (CTC)... საერთაშორისო სტატისტიკური სტანდარტები (EU/UN, Geneva)... Gender Statistics (UNDP/UNFAO, Rome)... ბიზნეს რეესტრები და ეკონომიკური აღწერა (EU/REF/ISTAT, Milan)... სოფლის მეურნეობის და ეკოლოგიის სტატისტიკური სისტემები (NSO, Bonn)... ბიზნეს დემოგრაფია (EU/REF/ISTAT, Rome)... ზოგადი მენეჯმენტი (TC)... სტრატეგიული დაგეგმარება (SIDA)... HR მენეჯმენტი (TC)... მედია სპიკერი და კომუნიკაციები (TC)... მარკეტინგი და გაყიდვების მენეჯმენტი (Lantmateriet/SIDA)... მასს შეფასების სისტემა (Lantmateriet/SIDA) და ა.შ.

1997-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიზნეს სტატისტიკის სამმართველოში ჯერ უფროს, ხოლო შემდეგ მთავარ სპეციალისტად...

1999-2001 წლებში იყო საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიზნეს სტატისტიკის სამმართველოს მეთოდოლოგიისა და კოორდინაციის განყოფილების უფროსი...

2001-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სტატისტი­კური სტანდარტების და რეესტრების სამმართველოს უფროსად... ხელმძღვანელობდა საქართველოს საწარმოთა და ორგანიზაციათა ერთიან სახელმწიფო რეესტრს...

2002-2005 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის იუ­რიდიულ სამსახურს...

2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სტატისტიკის დეპარტამენტის სტატისტიკური სტანდარტების და ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსად...

2004-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სტატისტიკის დეპარტამენტის გაერთიანებული პროფესიული კავშირების თავმჯდომარის მოადგილედ...

2005-2008 წლებში იყო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ექსპერტი... UNECE Task Force on Gender Statistics Training for Statisticians... UNECE Task Force on Measurement of Violence Against Women... თანაავტორია
გაეროს ეგიდით გამოცემული სახელმძღვანელოებისა და პუბლიკაციებისა (Developing Gender Statistics: A Practical Tool... UN, Geneva, 2010 და ა.შ.)

2005-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ...

2008-2009 წლებში მუშაობდა ლექტორად (მონაცემთა დამუშავება და ანალიზი) საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA)...

2008-2009 წლებში იყო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფი (AGM) პროექტის მენეჯერი, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და სტრატეგიული განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე...

2008-2009 წლებში მუშაობდა სააქციო საზოგადოებაში ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი (AGH) მარკეტინგის მენეჯერად და შიდა აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელად...

2008-2009 წელს იყო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ეროვნული საკრედიტო ინფორმა­ციის ბიურო (NCIB) პროექტის მენეჯერი...

სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამაში (UNDP), კომპანიაში CESD Communautaire... ხელმძღვანელობდა არაერთ საერთაშორისო პროექტს...

2009 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის სამსახურის უფროსად...

2012 წელს მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციაში EuroGeographics, AISBL (ბრიუსელი, ბელგია)... ხელმძღვანელობდა პროექტს - Membership Information Resources (MIR)...

ავტორია და რედაქტორი 70-მდე პუბლიკაციისა ქართულ და უცხო ენებზე...

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი...

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს...

მანანა ცინაძე


დაიბადა 1966  წლის 9 ივნისს ქალაქ თბილისში...

1990 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით...

1990 წლიდან მუშაობდა საქართველოს იურისტთა კავშირში კონსულტანტად...

1994 წლიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეთა გაერთიანებებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების რეგისტრაციის განყოფილების უფროსს კონსულტანტად...

1997 წლიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა განყოფილების უფროსად...

2000 წლიდან გადაყვანილ იქნა სამოქალაქო საკითხთა განყოფილების უფროსად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეთა მდგომარეობისა და იმიგრაციის დეპარტამენტში...

2004 წლიდან მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციის, ლიცენზირებისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტში სამოქალაქო საკითხთა განყოფილების უფროსად...

2008 წლიდან გადაყვანილ იქნა სამმართველოს უფროსად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის მოქალაქეთა მდგომარეობისა და მიგრაციის სამმართველოში...

2008 წლიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად...

2009 წლიდან გადაყვანილ იქნა დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტში...

2012 წლიდან მუშაობდა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტში...

2012 წლიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეგისტრაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე...

ჰყავს მეუღლე...

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს...

თეიმურაზ მოსიძე


დაიბადა 1963 წლის 12 მაისს ქალაქ ქუთაისში...

1985 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი სპეციალობით სოფლის მეურნეობის მექანიზაცია და მიენიჭა ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაცია...

1985 წელს მუშაობდა გარდაბნის რაიონის საქსოფქიმიაში ინჟინერ-მექანიკოსად...

1987 წელს დაინიშნა გარდაბნის რაიონის საქსოფქიმიაში უფროსის მოადგილედ...

1988 წელს მუშაობდა გარდაბნის რაიონის სათესლე მეურნეობაში მთავარ ინჟინრად...

1988 წელს დაინიშნა #1 სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში მთავარ ინჟინრად...

2004 წელს მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის კრიმინალური სამსახურის ოპერატიულ-ანალიტიკურ სამმართველოში უფროსი ოპერატიული მუშაკის მოვალეობის შემსრულებლად...

2005 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის სამსახურში მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად...

2006 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონის კოორდინატორად...

2006 წელს მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე...

2007 წლიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურში ასისტენტის პოზიციაზე...

2009 წლიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე და ასრულებდა სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობას...

2011 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე...

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი...

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს...

გურანდუხტ აბესაძე



გურამ ოქროაშვილი

დაიბადა 1979 წლის 6 დეკემბერს ქალაქ თბილისში...

1996 წელს დაამთავრა საქართველოს ეროვნული სოციალურ-ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობით სამართალმცოდნეობა...

2006 წლიდან მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის სამსახურის ვაკე-ჩუღურეთის სექტორში სახელმწიფო რეგისტრატორის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლად, საბურთალო-გლდანი-წყნეთის სექტორის სახელმწიფო რეგისტრატორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად; სახელმწიფო სექტორის ასისტენტად...

2007 წლიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის განყოფილების მიწის ნაკვეთზე და ცალკე უფლების ობიექტზე საკუთრების უფლებების რეგისტრაციის სექტორის ასისტენტად...

ამავე წლიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის განყოფილების სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის სექტორში ასისტენტად...

2011 წლიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის უფროსად...

2011 წლიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე...

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი...

ფლობს რუსულ და ბერძნულ ენებს...

დიმიტრი მახათაძე

დაიბადა 1974 წლის 20 დეკემბერს ქალაქ თბილისში...

1992 წელს დაამთავრა ქალაქ თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საშუალო სკოლა...

1997 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სპეციალობით სამართალმცოდნეობა...

1994-2001 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო აღმასრულებელი...

2001-2003 წლებში მუშაობდა იურიდიულ კომპანიაში VECO იურისტად/ადვოკატად...

2003-2009 წლებში მუშაობდა მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციაში (APLR), აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) მიწის ბაზრის განვითარების პროექტში უფროს იურისტად...

2009 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიულ სამსახურში იურისტის თანამდებობაზე...

2010 წლიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურში უფროსის მოადგილედ...

2011 წლიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე...

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი...

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს...

ნინო ბახია

 

დაიბადა 1981 წლის 24 სექტემბერს ქალაქი თბილისში...

2003 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია და მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი...

2004 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით სამართალმცოდნეობა...

2005 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია და მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი...

2007 წელს დაამთავრა სტოკჰოლმის სამეფო ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალობით მიწის მართვა და მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი...

გავლილი აქვს სასწავლო კურსები: საჯარო მოხელეთა პროფესიულ უნარ-ჩვევათა დახვეწა საჯარო პოლიტიკასა და მოლაპარაკებათა ტექნიკაში (სტრაგეტიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი), სტრატეგიული დაგეგმარება (კონსულტაციისა და ტრეინინგის ცენტრი), პროექტის მართვა (სოციალური კვლევისა და პოლიტიკის ანალიზის საერთაშორისო ცენტრი), მაკროეკონომიკა (IREX), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი) და სხვა...

გავლილი აქვს სტაჟირების კურსები: ერთწლიანი სტაჟირების კურსი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში (2003-2004)... საკანონმდებლო პრაქტიკის (LFP) პროგრამის ფარგლებში ერთთვიანი სტაჟირების კურსი აშშ-ში (AlterCounsultingGroup) უძრავი ქონების მართვის სფეროში (2011)...

2005-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროს სპეციალისტად...

2007 წელს მიღებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურში შტატგარეშე მოსამსახურედ, ხოლო 2008 წლიდან - ამავე სამსახურში ასისტენტად...

2010 წლიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გირავნობის, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეგისტრაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე...

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს...

კობა ბახტურიძე

დაიბადა 1977 წლის 23 სექტემბერს ქალაქ თბილისში...

1999 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო-ეკონომიური ფაკულტეტი სპეციალობით ეკონომიკა და მართვა მანქანათმშენებლობაში...

2003 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სპეციალობით სამართალმცოდნეობა და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია...

2003-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს კულტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტში იურიდიული განყოფილების სპეციალისტად...

2004-2006 წელს იყო საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი...

2006 წლიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის განცხადებების რეგისტრაციის განყოფილების სექტორის სახელმწიფო რეგისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად...

2007 წლის ივლისიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის იურიდიულ განყოფილებაში იურისტად...

2007 წლის სექტემბრიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის განყოფილების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის უზრუნველყოფის სექტორის უფროსის მოადგილედ...

2007 წლის ნოემბრიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის განყოფილების ავტორიზებულ პირებთან ურთიერთობის სექტორის უფროსად...

2008 წლის იანვრიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიულ სამსახურში იურისტად...

2008 წლის აპრილიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის განყოფილების უფროსის მოადგილედ...

2010 წლიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე...

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი...

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს...

გაგა ხახუბია

დაიბადა 1975 წლის 17 თებერვალს ქალაქ თბილისში...

1995 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სპეციალობით გამომთვლელი მანქანები, სისტემები, კომპლექსები და ქსელები...

1996-2001 წლებში მუშაობდა სააქციო საზოგადოებაში აეროგეოდეზია ინჟინრად...

2001-2004 წლებში იყო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ფიორთო სისტემური ადმინისტრატორი...

2005-2008 წლებში მუშაობდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ლ.კ.ნ. სისტემურ ადმინისტრატორად...

2008 წლიდან მიღებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურედ...

2009 წლიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურში ასისტენტად...

2011 წლის იანვრიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კარტოგრაფიის და გეოდეზიის სამსახურში მთავარ სპეციალისტად...

2011 წლის იანვრიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კარტოგრაფიის და გეოდეზიის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე...

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი...

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს...

ივანე ცარციძე

დაიბადა 1975 წლის 4 აპრილს ქალაქ საჩხერეში...

1998 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალობით გამოყენებითი გეოდეზია და მიენიჭა ინჟინერ-გეოდეზისტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი...

1999 წელს დაამთავრა იურიდიულ-ფსიქოლოგიური ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი სპეციალობით სამართალმცოდნეობა და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია...

2001 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურის სრული კურსი, სპეციალობით გამოყენებითი გეოდეზია და მიენიჭა ინჟინერ-გეოდეზისტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი...

1998-1999 წლებში მუშაობდა აერო-გეოდეზიური დეპარტამენტის 63-ე ექსპედიციაში იურისტკონსულად...

1999-2000 წლებში იყო ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკის ინსტიტუტის დიაგნოსტიკისა და მონიტორინგის ცენტრის დიანდჰესი ინჟინერ-გეოდეზისტი...

2000-2002 წლებში მუშაობდა მიწის ბაზრის განვითარების პროექტში, მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის საველე კონტროლისა და მონიტორინგის ჯგუფის სპეციალისტად (ექსპერტად)...

2002-2003 წლებში მუშაობდა მიწის ბაზრის განვითარების პროექტში, მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის ხარისხის უზრუნველყოფისა და კონტროლის ჯგუფის კოორდინატორად (ექსპერტად)...

2003-2006 წლებში იყო მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის (მიწის ბაზრის განვითარების პროექტი) რეგიონალური პროექტების მართვის სექტორის კოორდინატორი...

2006 წლის აგვისტოში დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად...

2006 წლის ოქტომბერში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მთავარი არქივარიუსის მოვალეობის შემსრულებელი...

2006 წლის დეკემბერში დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის კადასტრის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად...

2008 წლიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის უფროსად...

2009 წლიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე...

2010 წლიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე...

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი...

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს...

თამუნა შაშიაშვილი

დაიბადა 1970 წლის 3 თებერვალს ქალაქ თბილისში...

1994 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალობით გამომთვლელი მანქანები, სისტემები, კომპლექსები, ქსელები და მიენიჭა ინჟინერ-სისტემოტექნიკოსის კვალიფიკაცია...

1987-1989 წლებში მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს საქსახორგგზასამკვლევის საგზაო ექსპერიმენტული ლაბორატორიაში...

1995 წელს იყო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატის ინფორმაციის ავტომატიზირებული დამუშავების ჯგუფის უფროსი სპეციალისტი...

1996 წელს მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკური სამსახურის მაკროეკონომიკის განყოფილებაში წამყვან სპეციალისტად...

1996-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკური სამსახურის საფინანსო-საბიუჯეტო და საკრედიტო პოლიტიკის განყოფილებაში წამყვან სპეციალისტად...

1997-1999 წლებში იყო გამოთვლითი ტექნიკის ინჟინერი ინსტიტუტის საქგზამეცნიერება საგზაო-სატრანსპორტო პრობლემათა განყოფილებაში...

1997-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკური სამსახურის სექტორული ეკონომიკის განყოფილებაში კონსულტანტად...

1999-2000 წლებში იყო საქმისმწარმოებელი საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საორგანიზაციო-სარედაქციო განყოფილებაში...

2000-2002 წლებში იყო საორგანიზაციო განყოფილების უფროსი სსიპ ენერგოგენერაციაში...

2002-2003 წლებში მუშაობდა სააქციო საზოგადოებაში საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია ორგანიზაციული მართვის სამსახურის უფროსად...

2005 წლიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კანცელარიის უფროსის თანამდებობაზე...

ფლობს რუსულ ენას...

ეკა მესხიძე

დაიბადა 1973 წლის 11 ივნისს ქალაქ ბათუმში...


1995 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით ინგლისური ენა და ლიტერატურა, მიენიჭა ფილოლოგის, ინგლისური ენისა და

ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაცია...

1996 წელს მუშაობდა ბათუმის #23 საშუალო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად...

1996-1997 წლებში მუშაობდა ბათუმის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მასწავლებლად/თარჯიმნად...

1997-1998 წლებში იყო ბათუმის ჰუმანიტარული ინსტიტუტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის კათედრის ლექტორი...

1998-2004 წლებში მუშაობდა ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. სასულიერო გიმნაზიაში ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად...

1998-2004 წლებში მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენისა და ლიტერატურის ლექტორად...

2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურში უფროს სპეციალისტად... 2004-2011

წლებში გაიარა ტრენინგები - პროექტის მართვა, ზოგადი მენეჯმენტი, MS Project, Project Cycle Management (რომი, იტალია), The INSPIRE Directive and its Implementing Rules. How to understand and apply them?

(EduServ 8 პარიზი), ადამიანური რესურსების მართვა და ა.შ  

2005 წლის აგვისტოდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე...

2008 წლიდან არის შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მიერ დაფინანსებული პროექტის ორგანიზაციული განვითარება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გაუმჯობესებული

მომსახურება

მენეჯერი... 2009 წლიდან არის გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მიწის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფის ბიუროს წევრი (UNECE WPLA) 2010 წლიდან არის 'Eurogeographics'-ის პროდუქტების

ადგილობრივი

კოორდინატორი საქართველოში

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი...

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს... 

 

შოთა ჩაჩხუნაშვილი

დაიბადა 1978 წლის 19 დეკემბერს ქალაქ თბილისში...

2000 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, სპეციალობით ფიზიკური ინფორმატიკა, მიენიჭა ფიზიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ფიზიკის, მათემატიკის და ინფორმატიკის მასწავლებლის კვალიფიკაცია...

2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის მაგისტრატურა, მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი...

2008 წელს დაამთავრა ევროპული მენეჯმენტის სკოლა (ESM) სპეციალობით ბიზნესის ადმინისტრირება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში...

2010 წელს დაამთავრა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის პროექტების მართვის აკადემია და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი პროექტების მართვაში...

2000 წელს იყო კომპიუტერული კურსის ტრენერი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში სამყარო...

2001 წელს მუშაობდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ჯეოსელი პროგრამისტად...

2002-2003 წლებში მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციაში Civitas Georgica IT ინჟინრად...

2003 წელს სასწავლო ცენტრში IREX/IATP იყო ინტერნეტ ცენტრის ადმინისტრატორი...

2004-2006 წლებში მუშაობდა სადაზღვევო კომპანიაში ალდაგი ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსად...

2007 წლიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე...

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი...

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს...

ემზარ ჯანჯალაშვილი

დაიბადა 1979 წლის 16 ივნისს ქალაქ გორში...

2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სპეციალობით სამართალმცოდნეობა და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია...

2003-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის ხაშურის რეგიონული სატრანსპორტო პროკურორის თანაშემწედ...

2004-2005 წლებში იყო გორის რაიონული პროკურატურის გამომძიებლი...

2005 წელს იყო გორის რაიონული პროკურორის თანაშემწე...

2005-2006 წლებში იყო გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი...

2006 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის უფროსის მოადგილედ...

2007 წლიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის ინსპექტორად...

2010 წლიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე...

2011 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე...

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი...

ფლობს ფრანგულ და რუსულ ენებს...

ხათუნა გოგოხია


დაიბადა 1971 წლის 22 მაისს ქალაქ თბილისში...

1993 წელს დაამთავრა ქალაქ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, მათემატიკური ფიზიკის სპეციალობით...

2004 წელს დაამთავრა ქალაქ თბილისის პაატა გუგუშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფინანსებისა და კრედიტის ფაკულტეტი და მიენიჭა ეკონომისტის კვალიფიკაცია...

1992 წლიდან მუშაობდა ქალაქ თბილისის მერიის გარემოს დაცვის კომიტეტში ბუღალტერ-სპეციალისტად...

1993 წლიდან დაინიშნა ქალაქ თბილისის მერიის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების მთავარ სპეციალისტად...

1995 წლიდან დაინიშნა ქალაქ თბილისის მერიის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის ფინანსების და საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების გამგის მოადგილედ საბუღალტრო აღრიცხვის სექტორის უფროსად...

1996 წლიდან გადაყვანილ იქნა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ფინანსების და საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების მთავარ სპეციალისტად...

1997-2004 წლებში მუშაობდა ქალაქ თბილისის მერიის ენერგეტიკის საკითხების მარეგულირებელ საქალაქო სამსახურში მთავარ ბუღალტრად...

2006 წლიდან მუშაობდა სს ლილო 1 საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის უფროსად...

2010 წლიდან დაინიშნა PSP ჯგუფის ნარინჯისფერი ფარმაცენტრის მთავარ ბუღალტრად...

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს...

ჰყავს მეუღლე და შვილი...


ლაშა მერაბიშვილი

დაიბადა 1981 წლის 12 ივნისს ქალაქ თბილისში...

2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სპეციალობით სამართალმცოდნეობა და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია...

2003-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში გამომძიებლად...

2004-2006 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის გამომძიებელი...

2006 წლის ივლისიდან მიღებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურში შტატგარეშე მოსამსახურედ...

2006 წლის აგვისტოდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად...

2006 წლის დეკემბრიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე...

2007 წლის მარტიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეურნეო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე...

2007 წლის სექტემბრიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესყიდვების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე...

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს...

ნოდარ გომარელი

დაიბადა 1963 წლის 18 სექტემბერს ქალაქ ხაშურში...

1995 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია...

1980 წელს მუშაობდა ხაშურის მექანიკურ ქარხანაში დამხმარე მუშად...

1981 წელს მუშაობდა ხაშურის რკინიგზის ენერგო მომარაგების IV უბანზე დამხმარე მუშად...

1981 წელს იყო ხაშურის სამშენებლო-სარემონტო კანტორის დამხმარე მუშა...

1989-2003 წლებში მუშაობდა ქალაქ თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის #91 საბინაო სერვისული მომსახურების ცენტრში დირექტორის მოადგილედ...

2003-2004 წლებში მუშაობდა ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციულ ინსპექციაში წამყვან სპეციალისტად...

2005-2006 წლებში იყო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სამართლებრივი ცენტრის მთავარი ბუღალტერი...

2006-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტექნიკური ექსპერტიზის სამსახურში მთავარ სპეციალისტად...

2010-2011 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი...

2011 წლის იანვრიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეურნეო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე...

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი...

ფლობს რუსულ ენას...

Pro-Service