-
პირველად ვარ ამ საიტზე -
კითხვა-პასუხი -
მინდა გავხდე ავტორიზებული -
მხოლოდ სერტიფიცირებული... -
რეიტინგები -
სამართლებრივი აქტები -
ონლაინ ლექსიკონები -
გლოსარიუმი -
შენი შეფასება -
ქოლ ცენტრი -
კონტაქტი
ბიზნესისა და ქონების რეგისტრაციის ქართული მოდელი ერთი ფანჯრის პრინციპს ეფუძნება. ამჟამად თქვენ არ გიწევთ სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებსა თუ პერსონალთან მისვლა. თქვენ მხოლოდ ერთ ოპერატორთან ურთიერთობთ: აბარებთ დოკუმენტებს და აქვე იხდით მომსახურების საფასურს საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით. დოკუმენტის მიღება კი შეგიძლიათ ვებ საიტითაც სახლიდან გაუსვლელად. საყურადღებოა, რომ სააგენტოს მიერ გაცემულ დოკუმენტებს არ ახლავს ხელმოწერა ან ბეჭედი. მსგავსი ატრიბუტიკა უკვე შტრიხ კოდმა ჩაანაცვლა და ამგვარი დოკუმენტი ჩვეულებრივი იურიდიული ძალის მატარებელია.
უკანასკნელ წლებში განხორციელებულმა საკმაოდ ამბიციურმა რეფორმებმა არა მხოლოდ მომხმარებლის კმაყოფილება გაზარდა, არამედ სააგენტოს საერთაშორისო რეიტინგზეც იმოქმედა. მსოფლიო ბანკის (WB) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) გამოკვლევის Doing Business მიხედვით, ქონების რეგისტრაციის ქართული სისტემა 2012 წელს ლიდერია და მსოფლიოს 183 ქვეყანას შორის რეიტინგით პირველია...
