შეხვედრაზე გაიმართა მწერლის ნაწარმოებების მეშვიდე ტომის პრეზენტაცია, სადაც შესულია წერილები, საუბრები ლიტერატორებთან და მონათხრობი (არის და იყოც უცნაური, ადამიანიც, წუთისოფელიც)...
საღამო კითხვა-პასუხის ფორმატით მიმდინარეობდა. ღონისძიებამ თბილ გარემოში ჩაიარა. საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა მწერალს კითხვები მისი შემოქმედებისა და ცხოვრების შესახებ დაუსვეს. მწერალმა უპასუხა შეკითხვებს, ავტოგრაფებიც დაარიგა. მკითხველებს გააცნო თავისი ცხოვრების უცნობი დეტალები, მოგზაურობათა შთაბეჭდილებები, ისაუბრა ზოგადად ლიტერატურის შესახებ და შეაჯამა ბოლოდროინდელი შემოქმედება...
ინფორმაციისთვის:
გურამ დოჩანაშვილის - ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერლის ნაწარმოებები ნათარგმნია მრავალ ენაზე. მკითველებში დიდი სიყვარულით სარგებლობს მწერლის რომანები და მოთხრობები: სამოსელი პირველი, ლოდი ნასაყდრალი, კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, ერთი რამის სიყვარული, დამალვა რომ სჭირდება, ვატერ(პო)ლო ანუ აღდგენითი სამუშაოები და სხვა მრავალი. მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო არაერთ ცნობილ კინოფილმსა და ტელესპექტაკლს...


