ა.წ. აპრილი 2007-2011 წლების იმავე თვესთან შედარებით უპირატესი ზრდით გამოირჩევა: 2007 წლის აპრილთან (28 220 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 31.4%-ით, 2008 წლის აპრილთან (33 245 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 11.5%-ით, 2009 წლის აპრილთან (23 364 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 58.7%-ით, 2010 წლის აპრილთან (32 739 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 13.3%-ით და 2011 წლის აპრილთან (39 081 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - კლება 5.1%-ით...
წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 6.6%-ით შემცირდა: ზრდა დაფიქსირდა (24.9%-ით) პირველადი, ხოლო კლება (11.6%-ით) მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში...
2012 წლის აპრილის თვეში წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2007=100) დაფიქსირდა 1.195 დონეზე, რაც ჩამორჩება როგორც წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.260), ისე წინა თვის ინდექსს (1.279)...
აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით უძრავი ქონების პირველადი ბაზარი გაიზარდა (6.6.%-ით), ხოლო მეორადი ბაზარი შემცირდა (7.4%-ით). 2012 წლის აპრილის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 6 888, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 30 189 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2007 =100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 0.740 და 1.390 დონეებზე დაფიქსირდა...
რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა თვეს-თან შედარებით გაიზარდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. აპრილში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 81.4%-ს მეორადი, ხოლო 18.6%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2011 წლის აპრილში კი - შესაბამისად 83.5% და 16.5%)...
ანალიტიკური ჯგუფი
საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის სამსახური


