2012 წლის აპრილის თვეში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 084 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 97.8% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 2.2% - არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი). ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) გაიზარდა და 0.933 დონეზე დაფიქსირდა...
ა.წ. აპრილში 2011 წლის იმავე თვესთან (3 672 ბიზნეს სუბიექტი) შედარებით ზრდა (11.2%-ით), ხოლო წინა თვესთან შედარებით კლება დაფიქსირდა (2.3%-ით)...
2012 წლის აპრილის თვეში წინა წლის იმავე თვესთან შედარებით რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 11.7%-ით გაიზარდა, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 7.3%-ით შემცირდა. განსხვავებული ტენდენცია დაფიქსირდა წინა თვესთან შედარებით: აპრილის თვეში რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 2.0%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 13.6%-ით შემცირდა...
ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების მიხედვით შესაბამისად 0.940 და 0.701 დონეებზე დაფიქსირდა...
ა.წ. აპრილის თვეში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2 772 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 67.9%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 210 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 29.6%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 97.5% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 86 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 10 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 2 კოოპერატივი, 2 საჯარო სამართლის იურიდიული პირი, 1 სააქციო საზოგადოება და 1 უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი...
ანალიტიკური ჯგუფი
საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის სამსახური

