2012 წლის ივნისის თვეში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობამ ქვეყნის მასშტაბით 51 875 ერთეული შეადგინა...
ა.წ. ივნისი 2007-2011 წლების იმავე თვესთან შედარებით ცალსახა ზრდით გამოირჩევა: 2007 წლის ივნისთან (45 839 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 13.2%-ით, 2008 წლის ივნისთან (35 111 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 47.7%-ით, 2009 წლის ივნისთან (27 603 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 87.9%-ით, 2010 წლის ივნისთან (36 125 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 43.6%-ით და 2011 წლის ივნისთან (45 350 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 14.4%-ით...
წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 1.2%-ით გაიზარდა: ზრდა დაფიქსირდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში (30.1%-ით), ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 6.7%-ით შემცირდა...
2012 წლის ივნისის თვეში წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2007=100) დაფიქსირდა 1.673 დონეზე, რაც აღემატება როგორც წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.462), ისე წინა თვის ინდექსს (1.652)...
აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების პირველადი (81.3%-ით) და მეორადი (0.2%-ით) ბაზრები. 2012 წლის ივნისის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 14 418, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 37 457 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2007 =100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 1.550 და 1.725 დონეებზე დაფიქსირდა...
რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა თვესთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. ივნისში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 72.2%-ს მეორადი, ხოლო 27.8%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2011 წლის ივნისში კი - შესაბამისად 82.5% და 17.5%)...
ანალიტიკური ჯგუფი
საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის სამსახური

