|
საზოგადოებასთან ურთიერთობა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფისათვის სისტემის ერთ-ერთი პრიორიტეტს წარმოადგენს სააგენტოში მიმდინარე პროცესებზე მასმედიისა და საზოგადოების ინტენსიური ინფორმირება. ამ მიზნით:
• სამსახური ჟურნალისტებს სისტემატურად აწვდის ინფორმაციას სააგენტოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით;
• აწყობს მიმდინარე პროექტების პრეზენტაციას, პრესკონფერენციებსა და ბრიფინგებს;
• ამზადებს პრესრელიზებს, საინფორმაციო ფურცლებსა და სხვა ბეჭდურ მასალას;
• სისტემატურად ატარებს მოქალაქეთა გამოკითხვას;
• მუშაობს სააგენტოს ვებ-გვერდის განახლებაზე;
• კოორდინაციას უწევს ჟურნალისტებს ინფორმაციის მოპოვებაში, მისი სიზუსტისა და სანდოობის განსაზღვრაში.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საქმიანობა ხელს უწყობს საზოგადოებისთვის სააგენტოს სისტემაში განხორციელებული რეფორმის შესახებ რეალური ინფორმაციის მიწოდებას და სააგენტოს საქმიანობის საჯაროობას.
ტელ/ფაქსი: 91 08 32
ელ-ფოსტა: press-center@napr.gov.ge
|