GEOENG
 
 
8800282828
 
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ხარისხის მართვის სერტიფიკატის მფლობელია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ISO 9001:2000-ის ხარისხის მართვის სერტიფიკატის მფლობელი გახდა.
2007 წლის ნოემბერში სააგენტოში დაინერგა ISO 9001:2000-ის სტანდარტი ორგანიზაციული მართვის მუდმივი სრულყოფისთვის, რომელიც მომხმარებლის ხარისხიან მომსახურებაზეა ორიენტირებული.
ISO 9001:2000-ის სტანდარტის ძირითადი ამოცანაა, გაამართლოს მომხმარებლის მოთხოვნები და მოლოდინი, რათა მოხდეს მათი სრული დაკმაყოფილება. ხარისხის მართვის სისტემა ISO 9001:2000 ხელს უწყობს ორგანიზაციის საერთო მუშაობის გაუმჯობესებას და ეფექტიანობის ამაღლების უწყვეტ პროცესს.
სააგენტო ორიენტირებულია, რომ შეინარჩუნოს ISO-ს მართვის სისტემა და განუწყვეტლად გააუმჯობესოს მისი ეფექტურობა საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.

უკან უკან
ბეჭდვა
 
 

Created By: Pro-Service
Copyright © 2010 NAPR. All Rights Reserved.