GEOENG
 
 
8800282828
 
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
30.12.2009: იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადება

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გაცნობებთ, რომ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობისა და სააქციო საზოგადოებების ხელახალი რეგისტრაცია სავალდებულო და აუცილებელი არ არის. შესაბამისად, არ არის გათვალისწინებული არანაირი საჯარიმო სანქცია.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის შესახებ   ინფორმაციის წარმოდგენა ევალებათ მხოლოდ 2008 წლის 10 მაისის შემდეგ რეგისტრირებულ შპს–ს და 2008 წლის 10 მაისამდე რეგისტრირებულ სუბიექტებს, რომელთა რეგისტრაციის შემდგომ  პარტნიორების წილობრივი მონაწილეობა შეიცვალა და აღნიშნული ცვლილება არ დარეგისტრირდა საგადასახადო ორგანოში.

ამ ინფორმაციის წარმოდგენა ზემოაღნიშნულ შპს–ებს ევალებათ 2010 წლის 1 იანვრამდე, თუმცა ვადის გასვლის შემთხვევაში რაიმე ჯარიმა ან საურავი, ან სხვა სანქცია კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული.
2010 წლის 1 იანვრის შემდეგ წარმოდგენილ ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკუთარ ბაზაში დაუბრკოლებლად ასახავს.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება არ ეკისრებათ, თუ პარტნიორთა წილები უკვე რეგისტრირებულია დამოუკიდებელ რეგისტრატორებთან.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 1 იანვრიდან მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრს, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ინსპექციის ნაცვლად, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აწარმოებს. შესაბამისად, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა, საგადასახადო ორგანოების ნაცვლად, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებს უნდა მიმართოს.

.

 

 

 

 

 

 

უკან უკან
ბეჭდვა
 

Created By: Pro-Service
Copyright © 2010 NAPR. All Rights Reserved.