
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრი, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ გვერდზეა განთავსებული, საშუალებას აძლევს მომხმარებლებს სხვადასხვა კრიტერიუმით (პირადი ნომერი, სუბიექტის საიდენტიფიკაციო ნომერი, სუბიექტის დასახელება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა) მოიძიონ და მოიპოვონ სამეწარმეო და არსამეწარმეო სუბიექტების შესახებ ძირითადი მონაცემები, ასევე სუბიექტთა განცხადებები და დასკანერებული საარქივო დოკუმენტები; ასევე მოითხოვონ ამონაწერ(ებ)ი და სხვა ინფორმაცია მეწარმეთა და არაკომერციულ იურიდიულ პირთა რეესტრიდან. ამასთან აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის მომსახურების საფასურის ინტერნეტ გადახდისას მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ნებისმიერი VISA ან MasterCard საბანკო პლასტიკური ბარათით.