GEOENG
 
 
8800282828
 
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
28.01.2010: მსოფლიო ბანკის ვიდეოკონფერენცია

28 იანვარს,  მსოფლიო ბანკის  ორგანიზებით, გაიმართა პირველი online ვიდეო კონფერენცია მიწის ადმინისტრირების საკითხებზე, რომელშიც  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სახელით მონაწილეობა მიიღო სააგენტოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკა მესხიძემ.

ვიდეო კონფერენცია „ეროვნული სივრცობრივი ინფრასტრუქტურის მონაცემების განვითარებას“ ეხებოდა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ყველა იმ ქვეყნის წარმომადგენელმა, სადაც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით სხვადასხვა პროექტები განხორციელებულა.

მსოფლიო ბანკის ვიდეო კონფერენცია სისტემატურ ხასიათს მიიღებს და მასში მონაწილე ორგანიზაციები შეძლებენ ყოველთვიურად  გაეცნონ  მიწის მართვის სფეროს  თანამედროვე ტენდენციებს, მოისმინონ ექსპერტთა მოხსნებები, გაიზიარონ გამოცდილება და ჩაერთონ დისკუსიებში,  რაც მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის წარმოჩენისთვის, ისე ორგანიზაციის  საქმიანობის ეფექტურად წარმართვისათვის.

უკან უკან
ბეჭდვა
 

Created By: Pro-Service
Copyright © 2010 NAPR. All Rights Reserved.