GEOENG
 
 
8800282828
 
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
19.02.2010: სიახლე საჯარო რეესტრში

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში  ახალი მომსახურება ამოქმედდა. ამიერიდან მოქალაქეებს  უფასო იურიდიული კონსულტაციის მიღება online რეჟიმში, ვიდეოთვალის გამოყენებით  შეუძლიათ.

სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით (
www.reestri.gov.ge), ვიდეოკონსულტაციები გაცილებით გაამარტივებს პროცედურებს მოქალაქეებისთვის. ისინი სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად, ინტერნეტით, ვიდეოთვალის საშუალებით  მიიღებენ უფასო იურიდიულ კონსულტაციას, online რეჟიმში დასვამენ შეკითხვებს   უძრავი ქონების სარეგისტრაციო პროცედურებთან, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციასთან  თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. 

სააგენტოს კვალიფიციური იურისტები დაინტერესებულ მოქალაქეებს გააცნობენ სარეგისტრაციო  პროცედურებს, საჭირო დოკუმენტაციის ნუსხას, მომსახურების საფასურს, ვადებს და ა.შ., ხოლო მოქალაქეები შეძლებენ სააგენტოს იურისტ–კონსულტანტებს ვიდეოთვალის  მეშვეობით  აჩვენონ მათ ხელთ არსებული დოკუმენტაცია და მიიღონ კვალიფიციური ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.

აქამდე მოქალაქეებს  იურიდიული  კონსულტაციის მიღება შეეძლოთ საჯარო რეესტრის საინფორმაციო ცენტრში, ტელეფონის ნომერზე  25 15 27,   ასევე,  სარეგისტრაციო სამსახურებში პირადი ვიზიტით ან ელექტრონული ფოსტით info@napr.gov.ge.  ვიდეოკონსულტაცია კი მათ გაცილებით მეტ კომფორტს შეუქმნის.

მოქალაქეებს აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეუძლიათ ყოველდღე, შაბათ კვირის გარდა, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე.

საჯარო რეესტრი კვლავ განაგრძობს მომხმარებელთათვის მომსახურების  ახალი სერვისების შეთავაზებას.

უკან უკან
ბეჭდვა
 

Created By: Pro-Service
Copyright © 2010 NAPR. All Rights Reserved.