GEOENG
 
 
8800282828
 
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
26.02.2010: სემინარი საჯარო რეესტრის თანამშრომლებისთვის

27-28 თებერვალს,  ქ. ზუგდიდში, იუსტიციის სამინისტროს  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს  ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელთათვის      ჩატარდება სემინარი, რომლის თემაა   მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაცია და ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის ახალი ინსტრუქცია.

შეხვედრას გაუძღვებიან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი იაგო ხვიჩია და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურის უფროსი კობა ბახტურიძე.

სემინარების ციკლი 6 თებერვლიდან დაიწყო და მასში მონაწილეობა მიიღეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 55 ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელმა. 

სემინარების ციკლი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს “ორგანიზაციული განვითარებისა და მომხმარებელთა გაუმჯობესებული მომსახურების” პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

უკან უკან
ბეჭდვა
 

Created By: Pro-Service
Copyright © 2010 NAPR. All Rights Reserved.