
1 მარტს, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამუშაო ვიზიტით ლიტვის კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია ეწვია.
ვიზიტის მიზანია ორ ორგანიზაციას შორის გამოცდილების გაზიარება და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება.
საჯარო რეესტრის წარმომადგენლები ლიტველს სტუმრებს გააცნეს სააგენტოს საქმიანობა, გატარებული რეფორმები, ქონების რეგისტრაციის გამარტივებულ პროცედურები და ახალი ელექტრონულ სერვისები.
ლიტველი სტუმრები კი ქართველ კოლეგებს წარუდგინეს მოხსენება რეგისტრაციის ლიტვურ მოდელთან დაკავშირებით.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები მოინახულებენ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს, ადგილზე დაათვალიერებენ მოქალაქეთა მომსახურების დარბაზს, სკანირების ცენტრს, სარეზერვო სისტემას, გაეცნობიან სააგენტოს მიღწევებს GIS ტექნოლოგიების დანერგვაში.
ვიზიტი 3 მარტს დასრულდება.