GEOENG
 
 
8800282828
 
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
21.06.2010: საჯარო რეესტრში ნოტარიუსებისთვის ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში  სამეწამეო რეესტრის  ელექტრონულ პროგრამის სასწავლო კურსი   80  ნოტარიუსმა გაიარა.

ნოტარიუსებს საშუალება  მიეცათ დეტალურად  გაცნობოდნენ  „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის“   პროგრამის  შესაძლებლობებსა და ფუნქციებს, მისი მოხმარების წესს.  სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მათ გაუფორმდათ   მემორანდუმი, რომლის საფუძველზედაც მიენიჭათ ავტორიზებული მომხმარებლის სტატუსი.    ნოტარიუსებს შესაძლებლობა მიეცათ მომხმარებლებს შესთავაზონ საჯარო რეესტრის სრული მომსახურება , რაც მოქალაქეთათვის მეტი კომფორტის,  დროისა დ  ენერგიის  დაზოგვის საშუალებაა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უახლოეს  მომავალში  გეგმავს მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა მოქმედი ნოტარიუსის სწავლებასა და ავტორიზებული მომხმარებლის სტატუსის მინიჭებას.

უკან უკან
ბეჭდვა
 

Created By: Pro-Service
Copyright © 2010 NAPR. All Rights Reserved.