GEOENG
 
 
8800282828
 
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
29.06.2010: „მობილური მონიტორი“ საჯარო რეესტრში

დღეს,   საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა  ახალი სერვისის პრეზენტაციას გამართა.

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრი ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების კუთხით  ერთ-ერთი ლიდერია. სააგენტო კვლავ განაგრძობს მომხმარებელთა მომსახურების გამარტივებას და ახალი სერვისების შეთავაზებას.  

სააგენტოს სუპერვაიზერები ამიერიდან მოქალაქეებს  მობილური მონიტორით მოემსახურებიან. მობილური მონიტორი მნიშვნელოვნად დააჩქარებს  სარეგისტრაციო მომსახურებას. საჯარო რეესტრში მისულ მოქალაქეს, რომელსაც რაიმე საკითხის მოგვარება ან გარკვევა სურს, სააგენტოს სუპერვაიზერი თავად შესთავაზებს მომსახურებას და მობილური მონიტორით ადგილზე, ონლაინ რეჟიმში გაურკვევს მისთვის საინტერესო საკითხს. 

მოქალაქე შეძლებს მაქსიმალურად დაზოგოს დრო, სწრაფად და მარტივად მიიღოს მისთვის საჭირო მომსახურება თუ ინფორმაცია (სარეგისტრაციო პროცედურები, დოკუმენტაციის ნუსხა, მომსახურების საფასური, ვადები და ა.შ.). აღნიშნული სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პიკის საათის დროს, მაშინ, როდესაც სარეგისტრაციო სამსახურში მოქალაქეთა რაოდენობა იმატებს.

უკან უკან
ბეჭდვა
 

Created By: Pro-Service
Copyright © 2010 NAPR. All Rights Reserved.