იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესის დაწყების მსურველებს ახალი მომსახურება შესთავაზა.
სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირებს რეგისტრაციისთვის ამიერიდან აღარ მოუწევთ კომპანიის წესდების შინაარსსა და ფორმაზე მუშაობა.
სააგენტომ სხვადასხვა სამართლებრივი ფორმებისათვის შეიმუშავა წესდების შაბლონები და საკუთარ ვებგვერდზე განათავსა: ამიერიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია წესდების ფორმის სააგენტოს ვებგვერდიდან (www.reestri.gov.ge) ჩამოტვირთვა, სახლში ან ოფისში დამოუკიდებლად შევსება და სარეგისტრაციო სამსახურში წარმოდგენა.
გარდა ამისა, მათ საშუალება აქვთ სარეგისტრაციო სამსახურში მოითხოვონ წესდების შაბლონი, ადგილზე შეავსონ და ამობეჭდონ. საჭიროების შემთხვევაში კი შეუზლიათ ისარგებლონ სააგენტოს კონსულტანტების უფასო მომსახურებით.
სიახლეა ისიც, რომ წესდებისა და პარტნიორთა შეთანხმების სანოტარო წესით დამოწმება სავალდებულო აღარ არის. ამ დოკუმენტებზე ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმების უფლება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმღებ-ოპერატორს შეუძლია.
შეგახსენებთ: ნებისმიერი ბიზნესსაქმიანობის დაწყებისთვის საჭირო საბუთებიდან წესდება ერთ-ერთი სავალდებულო დოკუმენტს წარმოადგენს.
შაბლონების ნახვა