შეხვედრა ამგეგმავებთან

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ამგეგმავებთან ერთად მიმდინარე წელი შეაჯამა

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ - დავით დევიძემ მიწის ამგეგმავებთან ერთად წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

ანგარიშის პრეზენტაციაზე სააგენტოს თავმჯდომარემ რეფორმის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან მიღწევებზე, სტატისტიკასა და დანერგილ სიახლეებზე ისაუბრა.

პრეზენტაციაზე, ასევე, განიხილა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შუალედური შედეგები, დამისამართებული საქართველოს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, “მეწარმეთა შესახებ საქართვლოს კანონში” დანერგილი ცვლილებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ამგეგმავების ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაციის ღონისძიებას სააგენტოს სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების დასასრულს სააგენტოს თავმჯდომარემ თანამშრომლებს თითოეული წარმატებულად განხორციელებული საქმისათვის მადლობა გადაუხადა.