საჯარო გამოცხადება

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში ასპინძის მუნიციპალიტეტის რუსთავის, ძველის, ორგორასა და იდუმალას ადმინისტრაციულ ერთეულებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტანძიასა და დარბაზის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა.

12იანვრიდან 12 თებერვლის ჩათვლით ასპინძის მუნიციპალიტეტის რუსთავის, ძველის, ორგორასა და იდუმალას ადმინისტრაციულ ერთეულებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტანძიასა და დარბაზის ადმინისტრაციული ერთეულების ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა აქვთ აგეგმვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, გადაწყვეტილებებს აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.

მონაცემების გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.napr.gov.ge , www.slr.napr.gov.ge

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://bolnisi.gov.ge/

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ასევე რუსთავის, ძველის, ორგორასა და იდუმალას ადმინისტრაციულ ერთეულში, ასევე იუსტიციის სახლებში

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ასევე ტანძიასა და დარბაზის ადმინისტრაციულ ერთეულში, ასევე იუსტიციის სახლებში

იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 12 იანვრიდან 12თებერვლის 16:00 საათის ჩათვლით, მოგვმართოთ განცხადებით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.

დამატებითი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №798 ბრძანებით განსაზღვრულ 59 მუნიციპალიტეტში სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს.