შეხვედრა ქობულეთში

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ქობულეთში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს დეტალურად გაეცნო.

საჯარო რეესტრის თავმჯდომარის მოადგილემ - ვახტანგ ბოხაშვილმა, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრის მონაწილეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარეობის შესახებ, სადაც მომდევნო თვეებში სრულად აიზომება მიწის ნაკვეთები.

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.

2022 წლიდან დღემდე აზომილია 773 863 მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 594 764 მიწის ნაკვეთზე.

მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024.

კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule