საჯარო გამოქვეყნება

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში ასპინძის მუნიციპალიტეტის ოთას, აწყვიტას, ტოლოშის, ნაქალაქევის, ხიზაბავრასა და თოკის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის თამარისის, ნახიდურის, მამხუთის, ტალავერის, სოფელი ბოლნისის, რატევანის, აკაურთასა და ქვეშის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა.

7 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით ასპინძის მუნიციპალიტეტის ოთას, აწყვიტას, ტოლოშის, ნაქალაქევის, ხიზაბავრასა და თოკის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის თამარისის, ნახიდურის, მამხუთის, ტალავერის, სოფელი ბოლნისის, რატევანის, აკაურთასა და ქვეშის ადმინისტრაციული ერთეულების ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა აქვთ აგეგმვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, გადაწყვეტილებებს აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.

მონაცემების გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.napr.gov.ge , www.slr.napr.gov.ge

ასპინძის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://www.facebook.com/aspindza888/?locale=ka_GE

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://bolnisi.gov.ge/

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ოთას, აწყვიტას, ტოლოშის, ნაქალაქევის, ხიზაბავრასა და თოკის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ასევე იუსტიციის სახლებში.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, თამარისის, ნახიდურის, მამხუთის, ტალავერის, სოფელი ბოლნისის, რატევანის, აკაურთასა და ქვეშის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ასევე იუსტიციის სახლებში.

იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, 7 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით 16:00 საათის ჩათვლით, მოგვმართოთ განცხადებით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.

დამატებითი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №798 ბრძანებით განსაზღვრულ 59 მუნიციპალიტეტში სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს.