საჯაროდ გამოქვეყნება

მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში,მესტიის, ხულოს, ხობის, დმანისის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა.

10 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით მესტიის, ხულოს,ხობის,დმანისისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში შემავალ ადმინისტრაციული ერთეულების ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა აქვთ აგეგმვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, გადაწყვეტილებებს აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.

მონაცემების გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.napr.gov.ge , www.slr.napr.gov.ge

მესტიის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://mestia.gov.ge/

ხულოს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://khulo.gov.ge/

დმანისისმუნიციპალიტეტისოფიციალურვებგვერდზე

https://www.dmanisi.gov.ge/

ხობის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://www.khobi.ge/index.php

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://www.lagodekhi.gov.ge/

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში,

ადმინისტრაციული ერთეულების: მულახის, ლენჯერისა და ლატალის ადმინისტრაციულ შენობებში. ასევე, იუსტიციის სახლებში.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, დიდაჭარის ადმინისტრაციულ შენობებში. ასევე, იუსტიციის სახლებში.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ხეთას, პირველი ხორგას, შუა ხორგას, პატარა ფოთისა და თორსა-დღვაბას ადმინისტრაციულ შენობებში. ასევე, იუსტიციის სახლებში

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში , ასევე, იუსტიციის სახლებში

  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში , ვარდისუბნის ადმინისტრაციულ შენობებში ასევე, იუსტიციის სახლებში

იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 10 ივლისიდან 10 აგვისტომე 16:00 საათის ჩათვლით, მოგვმართოთ განცხადებით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.

დამატებითი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №798 ბრძანებით განსაზღვრულ 59 მუნიციპალიტეტში სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს.