საჯარო გამოქვეყნება

მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში - ხაშურის, მესტიის, ხობის, ხულოს, ბოლნისის, ამბროლაურისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა.

17 აგვისტოდან 17 სექტემბრის ჩათვლით ხაშურის, მესტიის, ხობის, ხულოს, ბოლნისის, ამბროლაურისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში შემავალ ადმინისტრაციული ერთეულების ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა აქვთ აგეგმვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, გადაწყვეტილებებს აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.

მონაცემების გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.napr.gov.ge , www.slr.napr.gov.ge

მესტიის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://mestia.gov.ge/

ხულოს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://khulo.gov.ge/

ხაშურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://khashuri.gov.ge/

ხობის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://www.khobi.ge/index.php

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://bolnisi.gov.ge/

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://ambrolauri.gov.ge/

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://chiatura.gov.ge/

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ადმინისტრაციული ერთეულების: ეცერის, ფარისა და უშგულის ადმინისტრაციულ შენობებში. ასევე, იუსტიციის სახლებში.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, დიოკნისისა და საციხურის ადმინისტრაციულ შენობებში. ასევე, იუსტიციის სახლებში.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ჭალადიდის, ყულევის, ქარიათას, საჯიჯაოსა და ახალი ხიბულას ადმინისტრაციულ შენობებში. ასევე, იუსტიციის სახლებში

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ცოცხნარასა და წაღვლის ადმინისტრაციულ შენობებში. ასევე, იუსტიციის სახლებში

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში. დისველის ადმინისტრაციულ შენობასი, ასევე, იუსტიციის სახლებში

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში.ჭყვიშის, ღადიშის, ჭრებალოს, სადმელისა და წესის ადმინისტრაციულ შენობაში. ასევე, იუსტიციის სახლებში

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში. პერევისას ადმინისტრაციულ შენობაში. ასევე, იუსტიციის სახლებში

იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 17 აგვისტოდან 17 სექტემბრის 16:00 საათის ჩათვლით, მოგვმართოთ განცხადებით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.

დამატებითი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №798 ბრძანებით განსაზღვრულ 59 მუნიციპალიტეტში სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს.